30, სექტემბერი 2020 21:15:00
ოპოზიციამ ბათუმის საუბნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების არჩევის პროცესი გააპროტესტა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები“ საოლქო კომისიასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. როგორ პარტიის წევრებმა განმარტეს, საარჩევნო უბნების ხელმძღვანელები პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს და ისინი მმართველი პარტიის ინტერესებს გაატარებენ.