ორშაბათი 26, აგვისტო 2019

ქობულეთში დაკარგულ მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ

21, იანვარი 2017 11:40:00

უკვე მე-12 დღეა ქობულეთში დაკარგულ ჯემალ მორჩილაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი სანადიროდ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ტყეში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მათივე თქმით, მამაკაცს სამხედრო ფერის ქურთუკი ეცვა, თან ჰქონდა ყავისფერი ჩანთა. დაკარგული სუსტი აღნაგობისაა. სამაშველო სამსახურმა დაკარგულის ძებნა იმავე დღეს დაიწყო. შინაგან სამეთა სამინისტროს ცნობით, დაკარგულ მამაკაცთან დაკავშირებით ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მამაკაცს ასევე უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობითაც ეძებენ.