05, ოქტომბერი 2020 11:41:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან აჭარაში გამოიდარებს. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
სინოპტიკოსების ცნობითვე, ჰაერის ტემპერატურა 24-დან 26 გრადუსამდე მოიმატებს. შემდეგ დღეებში კი, ჰაერის ტემპერატურა 27-დან 28 გრადუსამდე დათბება.