05, ოქტომბერი 2020 12:33:00
ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს პლანეტაზე ოდესღაც დინოზავრები გაჩნდნენ. ათეული მილიონობით წლის მანძილზე ეს გიგანტები მსოფლიოს ნამდვილი ბატონები იყვნენ. აი, ყველაზე უცნაური გიგანტი-ცხოველები, რომლებიც ოდესმე ცხოვრობდნენ დედამიწაზე.
1. ტიტანობოა - გადაშენებული გველის სახეობა, რომელიც თანამედროვე კოლუბიის ტერიტორიაზე 61,7—58,7 მილიონი წლის წინ სახლობდა. მახრჩობელა გველის ახლო ნათესავი სიგრძეში 13 მეტრს აღწევდა, ხოლო მისი წონა ტონაზე მეტი იყო. მტაცებელს არ ქონდა შხამი, ამიტომ თავის მსხვერპლს უბრალოდ ახრჩობდა და ყლაპავდა.
2. სირიული აქლემი - ამ ცხოველის სიმაღლე 4 მეტრს აღწევდა. "უდაბნოს გიგანტური გემი" სირიაში დაახლოებით 100 000 წლის წინ ცხოვრობდა. ცხოველის ნაწილები პირველად 2005 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერების აზრით, ძველი ადამიანი აქტიურად ნადირობდა აქლემებზე, რამაც შესაძლოა, ამ სახეობის გადაშენება გამოიწვია.
3. სარკოზუხი - ნიანგების სახეობა, რომელიც უძველეს ხანაში თანამედროვე აფრიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. სარკოზუხი 12 მეტრს აღწევდა სიგრძეში, ხოლო მისი წონა 8 ტონას შეადგენდა. ის ნიანგისებრთა ერთ-ერთი უმსხვილესი საეხობაა, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენს პლანეტაზე.
4. კრონოზრავი - პლანეტის გიგანტი ცხოველი. მისი სიგრძე 10 მეტრს აღწევდა და 18 ტონას იწონიდა. დასახელება ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით ტიტანი კრონის საპატივცემულოდ მიიღო.
5. სპინოზავრი - ყველა დროის უმსხვილესი ხორცისმჭამელი დინოზავრი, რომელიც თანამედროვე ჩრდილოეთ აფრიკაში ბინადრობდა. სპინოზავრის ზომები იყო: 18 მ. სიგრძე და წონა - 20 ტონა. დინოზავრს შეეძლო ცურვა და მისი საკვები ძირითადად თევზი იყო.
ჩამონათვალთა შორის არიან: არგენტინოზავრი, მეგალოდონი, შასტაზავრი და სხვები.