19, ოქტომბერი 2020 17:15:00
ელექტროავტობუსები ბათუმში მოძრაობას ხვალიდან დაიწყებენ. მგზავრთა გადაყვანას ამ ეტაპზე ხუთი ახალი ავტობუსი უზრუნველყოფს, რამდენიმე დღეში კი კიდევ სამი დაემატება. ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, აღჭურვილია ხმოვანი სისტემით და ვიდეოკამერებით. ავტობუსში არის 24 დასაჯდომი ადგილი და გათვლილია 70 მგზავრზე. ელექტროავტობუსები ბათუმის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის იბიარდის შეღავათიანი სესხის ფარგლებში შეისყიდა. "ბათუმის ავტოტრანსპორტმა" საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.