19, ოქტომბერი 2020 17:38:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილს.
ბათუმში - 13:00-დან 16:00 საათამდე დაბა მახინჯაურის, მწვანე კონცხისა და თამარის დასახლებების ნაწილს. ასევე მაგნოლიას კორპუსს.
ხელვაჩაურში - 13:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: კირნათს, მარადიდს, კობალეთსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე შარაბიძეების დასახლების ნაწილს.
ხულოში - 10:30-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ბეღლეთს, დანისპარაულს, ღურტასა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულრეჟიმში.
R