20, ოქტომბერი 2020 16:02:00
გუშინ ღამით დაგებულ ასფალტს დღეს დილით შლიან. „TV 25“-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებზე ბათუმის მერიამ რეაგირება დილიდან მოახდინა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ქუჩის მოასფალტების სამუშაოებს ზუსტად იმ დროს ახორციელებდა, როცა ქალაქში კოკისპირული წვიმა დაიწყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თანამშრომლებს უხვი ნალექის დროს ღია ცის ქვეშ დამცავი საშუალებების გარეშე ამუშავებდა.