20, ოქტომბერი 2020 16:04:00
„კაფე 19” - ასე ჰქვია პოლიტიკურ კაფეს, რომელიც ბათუმში პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა" გახსნა. კაფეში პოლიტიკური შეკრებები გაიმართება. ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს აქ ყოველ დღე, 19 საათიდან ელოდებიან. პარტიის ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მათ პარტიის გეგემებზე, ხედვებზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრებიან. "კაფე 19" ბათუმში, პუშკინის 132 ა-ში მდებარეობს.