20, ივნისი 2017 17:02:00
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის. დოკუმენტს ხელი ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და განათლების მინისტრმა მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში 3 საჯარო სკოლა შეირჩევა, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. შერჩევის ეტაპი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. სკოლების რეაბილიტაცია 2018-19 წლებში განხორციელდება. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე, საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების, ინგლისური ენების მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორებისთვის ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს.