23, ოქტომბერი 2020 09:51:00
რეანიმაციიდან გაეწერა 87 წლის ოთარ აბაშიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა - ამის შესახებ "მედცენტრის" პრესცენტრი იტყობინება. მათვე ინფორმაციით, ქობულეთის მკვიდრი კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით 12 ოქტომბერს მოათავსეს, მას ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა, რომლის შემდეგაც გამოჯანმრთელდა.
87 წლის პაციენტი ბინაზე გაეწერა და ის თავს კარგად გრძნობს.