23, ოქტომბერი 2020 20:41:00
ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი ე.წ. „ოცნების ქალაქში“. ხის სახლს ცეცხლი გუშინ, გვიან ღამით გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, ოჯახის წევრები ხანძრის გამომწვევ მხოლოდ ერთ მიზეზზე საუბრობენ - გაუმართავი ელექტროგაყვანილობა.