23, ოქტომბერი 2020 20:38:00
გზა, რომლის მშენებლობაც წლებია პროტესტის ფონზე გრძელდება. ახალშენის მეურნეობაში მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ სახლებზე ბზარებს ბათუმის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები იწვევს. საუბრობენ განვითარებულ მეწყრულ პროცესებზეც. ახლა მათი მთავარი მოთხოვნა განსახლებაა. მაგისტრალის მშენებლობას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და იგი მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის.