28, ოქტომბერი 2020 16:57:00
ადგილობრივი საქალაქო, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა. ბ2 კატეგორიის მიკროავტობუსებისთვის 23 სამარშრუტო ხაზია დამტკიცებული. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მძღოლებმა, განაცხადი, ქალაქის მერიაში 10 და 11 ნოემბერს უნდა შეავსონ. კონკურსში მონაწილე ტრასპორტის მონიტორინგი 16 ნოემბერს განხორციელდება. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, რამდენად დააკმაყოფილებენ სტანდარტებს პრეტენდენტები. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, მიკროავტობუსში, მინიმუმ 4 ღია ფანჯარა უნდა იყოს.