30, ოქტომბერი 2020 16:27:00
სანადირო თოფიდან გასროლით გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში 50 წლის კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა, ცოლისძმა და მეორე მეზობელი კი დაჭრა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილებს, ამ წუთებში, გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსში" გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციამ, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონიძიებები.