21, ივნისი 2017 19:03:00
ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მერიის წარმომადგენლებმა ბათუმის მუნიციპალიტეტში სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. გამოიკვეთა, რომ ყველაზე მწვავედ ქალაქში უკონტროლო პარკინგის პრობლემა დგას.