31, ოქტომბერი 2020 11:06:00
ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ხმა მისცა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.
„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისათვის. მე არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის - საქართველოს წარმატებისთვის. მოქალაქეებს მადლობა მინდა გადავუხადო, თქვენც ხედავთ რამდენად დიდია აქტივობა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს",- აღნიშნა თავმჯდოამრემ.