31, ოქტომბერი 2020 13:18:00
აჭარაში, 12 საათის მონაცემებით, ხმა 55 933 -მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17,76 %-ია.
აღნიშნული მონაცემები რეგიონის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
უსკო-ს ცნობით, ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმში დაფიქსირდა 24 ათას 331, ქობულეთში 13 ათასი ამომრჩეველი, მთიან აჭარის ოლქში კი 18 584 გამოცხადდა.