31, ოქტომბერი 2020 23:28:00
მინდა მივულოცო მთელ საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება, - ამის შესახებ მარნეულში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა. როგორც ზაურ დარგალი განმარტავს, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იგებს.
"დღეს საქართველოს მოქალაქეებმა სწორი არჩევანი გააკეთეს, ეს არჩევანი არის საქართველოს განვითარების, გაძლიერების არჩევანი. ვულოცავ ყველას და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს ამომრჩეველს, აქტივისტს. ჩვენ ველოდებით მაჟორიტარულ შედეგებს და დარწმუნებული ვარ, დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ მარნეულშიც",- განაცხადა დარგალმა.