02, ნოემბერი 2020 21:31:00
მოლოდინები, რომლებიც ამომრჩევლების უმრავლესობას არ გაუმართლდა და ხელისუფლების მომხრე მოქალაქეები, რომლებსაც ერთპარტიული მმართველობა არ სურთ. როგორი შეიძლება იყოს პროცესების ლოგიკური დასასრული, ბათუმელები თეო ფუტკარაძემ გამოკითხა.
გამოცხადებულ შედეგებს არც მოსახლეობა ენდობა. ამბობენ, რომ ვერ მიირეს ის რეზულტატი, როგორიც გაკეთებული არჩევანის შედეგად უნდა დამდგარიყო. ამიტომ, სასურველი შედეგისთვის სურთ, საარჩევნო ყუთთან კიდევ ერთხელ მივიდნენ.
მოლოდინი ჩვენი რესპოდენტების კიდევ ერთ ნაწილს არ გაუმართლდა, მათ ვისაც მრავლპარტიული პარლამენტის ხილვა სურდა, ამიტომ დღეს მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ფიქრობენ რომ საუკეთესო გამოსავალი, რიგგარეშე არჩევნების გამართვა იქნება.
შედეგებით კმაყოფილი არიან მმართველი გუნდის მხარდამჭერებიც, თუმცა ფიქრობენ რომ მიუხედავად სიმპათიებისა, ხელისუფლებას ოპოზიცია უნდა ჰყავდეს, რადგან განსხვავებული აზრი ობიექტური სურათის სანახავად, ყოველთვის მნიშვნელოვანია.
იმის გამო, რომ ერთპარტიული მმართველობა არც ოპოზიციის და არც "ქართული ოცნების" მხარადმჭერებს მოსწონთ, ფიქრობენ, რომ პროცესები ისე უნდა დასრულდეს, შედეგად ერთპარტიული მმართველობის მომსწრე არ გავხდეთ.