09, ნოემბერი 2020 18:02:00
ახლა კი როგორი იყო გუშინდელი აქცია და ღამე ბათუმში. მომიტინგეების ნაწილმა ღამე მთავრობის სახლის წინ გაშლილ კარვებში და კასრებში დანთებულ ცეცხლთან გაატარა. ჩვენმა კორესპოდენტმა დააფიქსირა მობილიზებული სპეცრაზმი, თუმცა წუხანდელი აქცია სამართალდაცმველებს აქ არ დაურბევიათ. რა ხდებოდა აჭარის მთავრობის სახლის წინ, ვნახოთ სალომე უსტალისვილის რეპორტაჟი.
ოპოზიცია და არჩევნების შედეგებით განაწყენებული მოქალქეები დაანონსებულ აქციაზე დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე შეიკრიბნენ. გამოვიდნენ სხვადასხვა შინაარსის მოწოდებებით, თუმცა უცვლელი მოთხოვნით - ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.
პროტესტი დილამდე გაგრძელდა. მსგავსი შეძახილებით, აქციის მონაწილეებმა შეკრების ადგილზე ღამე გაათიეს.
ოპოზიციის ლიდერების მოწოდებების მიუხედავად, არ წამოგებოდნენ პროვოკაციებს, ღამე ინცინდენტების გარეშე არ გასულა და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში მაიც გადაიზარდა.
როცა აქციაზე პროტესტი პიკს აღწევდა, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სპეციალური დანიშნულების დანაყოფების მობილიზება მოხდა. ისინი ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში, ოთხი ავტობუსით იყვნენ მისულები.
აქციის მონაწილეებმა, ღამე, აჭარის მთავრობის სახლის წინ კასრებში დანთებულ ცეცხლთან გაათიეს.