17, ნოემბერი 2020 21:30:00
უმაღლესი სააარჩევნო კომისია გუშინ, TV 25-ის ეთერში გასულ, ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის განცხადებას ეხმაურება. უსკო ,,სახე პლიუსს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს. ედნარ ბაგრატიონმა თოკ შოუ „პოზიციაში“ თქვა, რომ უწყებამ მათ საჯარო ინფორმაცია ვადების დარღვევით მიაწოდა, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს. ნესტან ნაკაშიძე განმარტავს, რომ საარჩევნო სუბიექტმა მათ შემაჯამებელი ოქმების ასლების მოთხოვნით 11 ნოემბერს მიმართა, რაც კანონმდებლობის თანახმად დადგენილ ვადაში მიეწოდა.