22, იანვარი 2017 11:04:00
„აფრენ შენ“- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ხვალ დაიდგმება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. რეჯისორ არჩილ გოგუაძის სპექტაკლი ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება. მუსიკოსის როლს გიორგი ფუტკარაძე განასახიერებს. აჟღერდება ჩარკვიანის ცნობილი კომპოზიციებიც. სპექტაკლი პროექტი „ჩემი სცენის“ ფარგლებში დაიდგმება.