24, ნოემბერი 2020 21:40:00
ახლა უნდა გიამბოთ, უკიდურესად გაჭირვებულ კაცზე, რომელიც ხელისუფლებას დახმარების თხოვნით წლებია მიმართავს. შოთა ფუტკარაძე სრულად ამორტიზებულ სახლში მარტო ცხოვრობს. არ აქვს არანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. იგი ცივ ზამთარს შეშის ღუმელის გარეშე ხვდება. უფრო ვრცლად, 60 წლის, უსინათლო კაცის ცხოვრების შესახებ სალომე უსტალიშვილი გიამბობთ.
ამ ფიცრულში, უამინდობისას, ზუსტად ისე წვიმს, როგორც გარეთ. გაუსაძლის პირობებს შოთა ფუტკარაძე, წლებია მარტო ებრძვის. მარტოხელა კაცს არც გათბობა აქვს.
შოთა ფუტკარაძე, სიღარიბესთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემებსაც ებრძვის. მან ორი წლის წინ მხედველობაც დაკარგა.
დახმარების მიღებისთვის, ქობულეთის მერიაში განცხადებებს 2016 წლიდან მუდმივად წერს, თუმცა ამბობს, რომ შედეგი ვერცერთხელ დაინახა.
ქობულეთის მერიიდან პასუხი წერილობით გამოგვიგზავნეს.
2017 წლიდან შოთა ფუტკარაძემ დაკარგა სოციალური დახმარებაც. ბენეფიციალი, ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს სტატუსის დაბრუნებასაც.