26, ივნისი 2017 14:05:00
,,იზრუნე და არ დასაჯო“- ამ სლოგანით დღეს ბათუმში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ხელისუფლებისა და არასამთავროებო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის ხელშეწყობასა და კანონებზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე ნარკოდამოკიდებული მოქალაქეების ხელშეწყობაზე, მკურნალობაზე, სარეაბილიტაციო და პრევენციულ ღონისძებებზე ისაუბრეს. სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულთა დასახმარებლად, ან პრობლემის პრევენციისთვის წელიწადში 5 მილიონამდე ლარს ხარჯავს, ხოლო 50 მილიონ ლარზე მეტს მასთან საბრძოლველად. 26 ივნისი ნარკომანიასთან ბრძოლის დღედ 1987 წელს გაერთიანებული ერების გენერალური ანსამბლეის მიერ გამოცხადდა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია,,იმედი“-სა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.