01, დეკემბერი 2020 17:46:00
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, კოვიდრეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ სულ, 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათგან, 21 მოქალაქე, კომენდანტის საათის დარღვევისთის. გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამეში, 905 მოქალაქე დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.