26, ივნისი 2017 14:08:00
სასამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც ბათუმის მერიის მიწის აღიარების კომისია შვიდი თვეა არ ასრულებს. სახელმწიფოსთან ათწლიანი დავის მიუხედავად, ოჯახის საკუთრების დაბრუნებას რუსუდან ჭიჭინაძე ვერ ახერხებს. კომისია მოქალაქეს იმ ეზოს არ ურეგისტრირებს, რომელიც მისმა წინაპარმა 1879 წელს აუქციონით იყიდა. რუსუდან ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ საკუთრება ოჯახს გასული საუკუნის 30-იან წლებში, რეპრესიების პერიოდში ჩამოართვეს, 2007 წლიდან კი პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც საკუთრების დაბრუნებას აღიარების კომისიის გზით გულისხმობს, ქონების დაბრუნებისთვის იბრძვის. იმის გამო, რომ კომისია განცხადებებს არ განიხილავს, სასამართლოს მიმართეს, თუმცა ეს უკანასკნელი არც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასრულებს, იმსჯელოს რუსუდან ჭიჭინაძისთვის ეზოს დაბრუნების საკითხზე. განცხადება მოქალაქემ დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტებთან ერთად გააკეთა.