26, ივნისი 2017 14:01:00
30 ივნისს ქობულეთში სახალხო ზეიმი "ქობულეთობა" გაიმართება. ღონისძიებითვის მუნიციპალიტეტი 28 ათას 671 ლარს დახარჯავს. ღონისძიებები დილის 11 საათიდან დაიწყება. ძირითადი ლოკაცია ქობულეთის ცენტრალური პარკია. წლევანდელ ზეიმზე სიახლე ფერების ფესტივალი და საპატიო ქობულეთელების დაჯიდოება იქნება. გარდა ამისა, ღვინის სახლში მოეწყობა იმიტირებული ქორწილი. დაჯილდოვდებიან წარმატებულ კუსდამთავრებულებიც. გაიმართება ნარდში ჩემპიონატი და ლუდის ფესტივალი. მუნიციპალიტეტი ამ დღეს პოლონეთის ქალაქ ობორნიკთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. ქობულეთელობის სახალხო ზეიმი წელს მესამედ გაიმართება.