ორშაბათი 26, აგვისტო 2019

კომპანია,,ბლექსი“ მერიისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

26, ივნისი 2017 20:05:00

შპს ,,ახალგაზრდობა“ უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებას  აპროტესტებს, რომლის საფუძველზე ჯავახიშვილის 82 ნომერში მდებარე სახელმწიფო ქონება  ბათუმის  მერიას გადაეცა. კომპანიას წლების განმავლობაში აღნიშნული ფართობი იჯარით ჰქონდა აღებული, ახლა კი თვითმმართველი ორგანო შენობის დაცლას სთხოვს. ისინი მერიისგან სხვა ალტერნატიული ნაგებობის გამოყოფას, ან იმ თანხის ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელსაც 2 წელი და 10 თვის განმავლობაში შენობის სარგებლობისთვის იხდიდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურად მიიჩნევენ  „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ და აცხადებენ, რომ   საკითხით აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეა დაინტერესებული, რადაც ბრალდების ადრესატი უარყოფს. ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, სასამართლო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, ვინაიდან ობიექტის სრული რეაბილიტაციის შემდეგ აქ  ბათუმის #21 საბავშვო ბაღი უნდა განთავსდეს.  ამ ეტაპზე შენობაში შპს ,,ახალგაზრდობას“ გარდა კერძო საბავშო ბაღი და  პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ სახელოსნოა განთავსებული.