26, ივნისი 2017 20:04:00
ბულვარში ნაძვის ხეები ამოთხარეს. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტერიტორია სასტუმროს ბალანსზეა. შერატონის ადმინისტრაციაში კი ირწმუნებიან, რომ ხეები დაავადებულია და ახლით, ეგრედწოდებული ,,ვერცხლისებური“ ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება. ამოთხრილი 100 ძირი ნაძვი კი კომპანია ,,გრინ ჯორჯი“-ას ინიციატივით, სავარაუდოდ, ხელვაჩაურში იტალიური საწარმოს მიმდებარედ გადაირგვება. ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ.