04, დეკემბერი 2020 17:00:00
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული რეგულაციების დარღვევის ათას 041 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის, 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა, ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, გასულ დღე-ღამეში, 930 ჯარიმა გამოიწერა.