04, დეკემბერი 2020 17:21:00
ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერით, ბათუმი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა. დოკუმენტს ხელი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მოაწერეს. არჩილ ჩიქოვანის თქმით, მემორანდუმი შესაძლებლობას იძლევა, ბათუმმა გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება და ბათუმი ბავშვებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული გახდეს.