04, დეკემბერი 2020 21:23:00
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა. აჭარის უმაღლესი საბჭო, ორი პარტიით დაკომპლექტდა. საკანონმდებლო ორგანოში მანდატები „ქართული ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გადანაწილდა. 21-დან, 14 დეპუტატი მმართველ გუნდი შედის, 7 კი ოპოზიცას ჰყავს. ოპონენტები ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. მათ მანდატების მოხსნისთვის ვადა დღეს, 18 საათზე ამოეწურათ. წერილობით კი უსკოსთვის არცერთს მიუმართავს. ამბობენ, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულებას ელოდებიან.