27, ივნისი 2017 17:09:00
ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 წლის ბავშვს მანქანა თამარ მეფის გამზირზე დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი ადგილზე 7 წუთში მივიდა, თუმცა მედიკოსებს ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია.