11, დეკემბერი 2020 21:45:00
რამდენად მისაღებია პარლამენტში მიმდინარე მოვლენები? აზრი მოქალაქეებს ვკითხეთ. როგორც გამოკითხულ რესპოდენტთა ნაწილი ამბობს, ქვეყანა საბჭოთა კავშირის რეჟიმს უბრუნდება. რას ურჩევენ ადგილობრივები ოპოზიციონერ დეპუტატებს? ვნახოთ სიუჟეტი.
საბჭოთა კავშირის რეჟიმი ბრუნდება - ასეთია ბათუმელების შეფასება, პარლამეტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე. მოქალაქეებს სურთ, გაყალბებული თუ გაუყალბებლი არჩევნების მიუხედავად, ოპოზიცია თავიანთ სკამებზე იხილონ.
ყველაზე მეტად რაც აშინებთ, ეს პარლამენტში, განსხვავებული აზრის გაქრობაა. ამომრჩეველს, არ სურს, ყავდეს საკანონმდებლო ორგანო და უყუროს კანონშემოქმედებით ცხოვრებას, ერთი პარტიის პირობებში.
ბათუმში ბევრია რიგგარეშე არჩევნების მომხრეც. ისინი იმედს არ კარგავენ, რომ "ქართულ ოცნებასთან", ოპოზიცია შეთანხმებას მიაღწევს.
ბათუმელების ნაწილს საერთოდ არ აწუხებს, ერთ თუ მრავალპარტიული იქნება ქვეყნის პარლამენტი, მათ მხოლოდ ის სურთ, ქვეყანა სწორად იმართოს, თუმცა რამდენად არის ეს შესაძლებლი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, პასუხის გაცემა უჭირთ.
მეათე მოწვევის პარლამენტმა, 150 დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს ცნო. დადგენილება 88 ხმით მიიღეს.