ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგა. პირველ სხდომაზე მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით გამოცხადდა. ოპოზიცამ კი პირობა არ გატეხა და მანდატებზე უარი თქვა. მართალია "ქართულ ოცნებას" ოპონენტების დარბაზში ხილვა ისევ ეიმედება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭო ახლა ერთპარტიულია. პირველი სხდომა რეგლამენტის სრული დაცვით ჩატარდა. თავმჯდომარის პოსტზე, ერთხმად აირჩიეს დავით გაბაიძე, მოადგილედ კი ტიტე აროშიძე. კენჭისყრის შედეგად, დაკომპლექტდა კომიტეტები და არჩეული იქნენ თავმჯდომარეები. როგორ წარმოუდგენიათ მუშაობა გუნდში, სადაც ერთი იდეოლოგია და თითქმის ყოველთვის ერთიანი პოზიციაა? ვნახოთ სიუჟეტი.
ასეთია მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს სახელობითი სია, რომლის უფლებამოსილებაც ოფიციალურად დღეს სცნეს. ცოტა სხვაგვარი იქნებოდა შემადგენლობა მმართველ გუნდში, თუ კი თორნიკე რიჟვაძე, თინათინ ზოიძე და ჯაბა ფუტკარაძე მანამდე დაკავებულ თანამდებობებს ბოლომდე დათმობდნენ და თავიანთ მანდატებს არ დატოვებდნენ. მათ ნაცვლად სხედან ახლა დარბაზში ილია ვერძაძე, მარინე გვიანიძე და დავით ბაციკაძე.
ეს ოპოზიციისთვის განკუთვნილი შვიდი სავარძელია. აქ, სხდომის ბოლომდე, ხელუხლებელი დარჩა ფაილები დღის წესრიგით და საგანგებოდ დამზადებული ბრენდირებული პირბადეები. ხოდა, იქნებიან თუ არა წარმოდგენილნი ფიზიკურად თავიანთ ადგილებზე, საკანონმმდებლო ორგანოში რეალური სურათი მაიც ასეთია - საბჭო დღეს ერთპარტიულია.
"ქართულ ოცნებაში" ასე მაინც არ ფიქრობენ. ვინაიდან მანდატები არ გაუწვევიათ, ოპოზიციონერი კოლეგების უფლებამოსილებაც სცნეს. ასეც რომ არ იყოს, ამბობენ, რომ განსაკუთრებულ რეალობაში არ არიან, რადგან წინა მოწვევაშიც მუშაობა, მარტოებმა დაასრულეს.
რამდენად კომფორტული ან პირიქით, რთული იქნება მუშაობა გუნდში, სადაც ერთი იდეოლოგია და თითქმის ყოველთვის ერთიანი პოზიციაა, შეფასებას თავს არიდებენ. მხოლოდ სურვილს გამოთქვამენ და იმედოვნებენ, რომ მესამე რიგში დღეს ცარიელად დარჩენილი სკამები შეივსება.
სხდომა პროტოკოლის სრული დაცვით დაიწყო. იგი უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. პარმენ ჯალაღონიამ, 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ციფრები, გარეთ მიმდინარე პროტესტის ფონზე წაიკითხა.
როგორც წესი მოითხოვს, სხდომას უხუცესი წევრი - დავით თედორაძე გაუძღვა. აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე და მოადგილე. პრინციპში არჩევანი არ იყო, რადგან ორივე პოზიციაზე თითო კანდიდატი დასახელდა. ფარული კენჭისყრით, კოლეგებმა ერთხმად გამოუცხადეს ნდობა დავით გაბაიძეს და ტიტე აროშიძეს.
ამ განცხადებაში საბჭოს თავმჯდომარე საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, ინფრასტრუქტურის გამართვას, ადამიანური რესურსის და მთავრობის საქმიანობის კონტროლისთვის მექანიზმების გაძლიერებას გულისხმობდა. მისივე თქმით, აპირებს იმის კეთება გაგრძელოს, რაზეც აქამდე მუშაობდა, თუმცა განსაკუთრებით ჟურნალისტების გასაგონად, ერთი გამორჩეული მიმართვა ჰქონდა.
როგორც კი დღევანდელი მისია შეასრულა, თავმჯდომარის ტრიბუნიდან ჩამოვიდა და დროებითი ადგილი, უცვლელ, თუმცა ახალი მოწვევის საბჭოს თავმჯდომარეს დაუთმო. სად იპოვის კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად, განსხვავებულ არზს, უკვე მომდევნო სხდომებზე, დავით თედორაძეს თანაგუნდელების რესურსის ეიმედება.
დღევანდელი დღის წესრიგის მიხედვით, შეიქმნა ფრაქცია - "ქართული ოცნება". მას გიორგი მანველიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე კი ირაკლი ჭეიშვილი იქნება. დაკომპლექტდა ექვსი კომიტეტი თავმჯდომარეებითურთ. 14 კაციანი, ერთპარტიული უმაღლესი საბჭო, ისეთივე ისტორიულია, როგორც ქვეყნის პარლამენტი.