კვირა 22, სექტემბერი 2019

მუსიკალურ სკოლაში ,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ დასკვნითი კონცერთი გაიმართა

27, ივნისი 2017 20:02:00

 ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სკოლაში ,,მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ მესამე სეზონის დასკვნითი კონცერთი გაიმართა. მევიოლინეები, პიანისტები და კლარნეტისტები მაყურებლის წინაშე 2 საათიანი სამუსიკო პროგრამით წარსდგნენ.  საქართველოს მასშტაბით,  სულ 16 ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობდა, რომელთა შორის 7 ბათუმელი იყო . ღონისძიების მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ხარისხიანი ცოდნის მიცემა და მათ პროფესიულ წინსვლაში დახმარებაა. მუსიკალური ღონისძიება ,,საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა“.

 


დღის ამბები