22, დეკემბერი 2020 21:45:00
მაიაკოვსკის ქუჩაზე მცხოვრებლები ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის წინააღმდეგ. ადგილობრივებმა, პოზიცია დღეს, პროტესტის ფორმით გამოხატეს და სამუშაოების შეჩერებაც ამ გზით სცადეს. როგორც ამბობენ, ტერიტორიაზე, ბავშვებისთვის პარკის მოწყობა სურთ. ადგილზე მისულმა, „გარემოს ზედამხელობითმა დეპარტამენტმა" ქუჩაში გამოსული ადამიანების სასარგებლოდ ვერაფერი გააკეთა.
მაიაკოვსკის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა, დღეს ადგილობრივების პორტესტის საგანი გახდა. 55 ნომერში მცხოვრებლები ქუჩაში გამოვიდნენ და ამ გზით სცადეს სამუშაოების შეჩერება. ამბობენ, რომ საინფორმაციო დაფა მანამდე ობიექტზე არავის დაუმაგრებია და რეაქცია თავადაც ამიტომ დააგვიანეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, სადაც ბენზინგასამართი სადგური შენდება, ბავშვებისთვის პარკის მოწყობა სურდათ.
ადგილზე, „გარემოს ზედამხელობითი დეპარტამენტიც" მივიდა, თუმცა ქუჩაში გამოსული ადამიანების სასარგებლოდ, ვერაფრის გაკეთება შეძლო. კომპანიამ მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა წარადგინა. იმის გამო, რომ კომპანიას საინფორმაციო ბანერი არ ჰქონდა, გაფრთხილება მიიღო.
მშენებლობას „შპს-პ08“ ახორციელებს. აქ ჩვენს კამერებს და კითხვებს დაემალნენ.