24, დეკემბერი 2020 21:45:00
საქართველოში ლარის გაუფასურებასთან ერთად, სხვადასხვა პროდუქტის ფასებიც იცვლება, მათ შორის, მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების. პროცესმა, ბოლოდ რამდენიმე წელია შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ადამიანები, რომლებსაც ხშირად უხდებათ წამლების ყიდვა, ფასებით უკმაყოფილონი არიან. კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 56%-ი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემებს შორის, სწორედ, წამლების მაღალ საფასურს ასახელებს.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელმაც თავი პანდემიის დროს იჩინა, გაძვირებული მედიკამენტებია. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის შედეგად, მოქალაქეებს, თანხა, პრეპარატების შესაძენად არ ჰყოფნით. როგორ შეიცვალა ფასები მედიკამენტებზე 2019 წელთან შედარებით? საქსტატის დათვლის თანახმად:
ფასების გაძვირებამ უკმაყოფილება, მომხმარებლებშიც გამოიწვია. ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ ჩაკეტილი საზღვრის შედეგად, ადამიანები წამლების შესაძენად მეზობელ თურქეთშიც ვეღარ გადადიან.
რატომ იზრდება წამლების ფასიყოველთვიურად? აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციაში რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. ვიცე-პრეზიდენტი უმთავრეს გამოწვევად ქვეყანაში რეგულაციების არ არსებობას მიიჩნევს. თამაზ ავალიანის განმარტებით, სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული მარჟა, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები წამლების ფასს ზრდიან, ამის შემაკავებელი ბერკეტი კი არ არსებობს.
ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში ყველაზე დიდ პრობლემად მედიკამენტების ჭარბი და არამიზნობრივი ხარჯვა მიაჩნიათ.
დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია ადამიანები, ჯანდაცვის სერვისებით გამოწვეული კატასტროფული ხარჯებისგან დაიცვას. თენგიზ ვერულავა სამინისტროს რეკომენდაციებს აძლევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მედიკამენტების ფასების შემცირებას აუცილებელად მიიჩნევს. გიორგი გახარიას განმარტებით, იმისთვის, რომ მოსახლეობის „ჯიბიდან გადახდა“ შემცირდეს, სახელმწიფო მნივნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. რა ინსტრუმენტებს გამოყენებენ? პრემიერის პასუხი ასეთია:
მედიკამენტების ფასების რეგულირებაში არც ჯანდაცვის სამინისტრო ერთვება და არც სხვა რომელიმე ორგანიზაცია - ფასებს ბაზარი ადგენს.