28, დეკემბერი 2020 17:29:00
ქობულეთის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 36 მილიონ 2ათას 800 ლარით განისაზღვრა. ცვლილებები შეიტანეს მიმდინარე წლის ბიუჯეტიც, რომლის თანახმადაც აღნიშნული 371 ათას ლარამდე შემცირდა. ისაუბრეს გარდაცვლილი დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზეც. სხდომას ბოიკოტის ნიშნად ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ.
ქობულეთის, 2021 წლის მთავარი ფინანასური დოკუმენტი დამტკიცებულია. ბიუჯეტი 36 მილიონ 2 ათას 800 ლარით განისაზღვრა. როგორც მერმა განმარტა, მნიშვნელოვანი ნაწილი მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.
დაიგეგმა კოვიდინფიცირებული ოჯახების დახმარება. ქვეპროგრამა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 ათას 1-დან 200 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. ერთ ოჯახზე გასაცემი თანხა 400 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში კი, ამისთვის ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყო.
იმსჯელეს ქობულეთში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის, განაშენანების გეგმის დამტკიცების შესახებ. კორპუსი, კერძო ინვესტორმა, მეგობრობის ქუჩაზე უნდა ააშენოს.
საკრებულომ, დღეს, მიმდინარე წლის ბიუჯეტიც განიხილა. მომხსენებლის, ლევან ზოიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანასური დოკუმენტი 370 ათას 959 ლარით მცირდება.
დღევანდელ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს გარდაცვლილ დეპუტატებს. საკრებულომ, ვერულიძის და რომანაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს გარდაცვლილი დეპუტატების ადგილს.
იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობების აჭარის მთავრობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული შეეხება ცეცხლაურში, ჭავჭავაძის 2 ნომერში, ბინა 4-ს და ოჩხამურში, ქეთევან წამებულის 3 ნომერში არსებულ ბინა 6-ს. მთავრობა, აქ მცხოვრებლებს, ბინებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცემს.