31, დეკემბერი 2020 22:15:00
ბევრი არაფერი, თუმცა ვიცი, რომ ჩვენს ქალაქშიც ცხოვრობენ?
ჩვენს ქალაქში მართლაც არიან ბოშები, მათ შორის ისეთებიც რომლებსაც აქ თითქმის ყველა იცნობს. სწორედ ერთ- ერთია ლეილა, მისი ფოტოები სოციალურ ქსელში თითქმის 2 თვის წინ გავრცელდა. განსაკუთრებული გარეგნობის მქონე გოგოს ფეისბუქში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, იგი ბათუმში მთავრობის სახლის წინ გაშლილ კარვებთან ყოველდღე მიდის და თან წერას კითხვას სწავლობს.
13 წლის ლეილას ბათუმში თითქმის ყველა სცნობს. ბოშა გოგო ცხოვრებას ძირითადად ქუჩაში ატარებს.
ბევრმა მაშინ გაიცნო, როცა ბათუმში ე.წ "თავისუფლების კვარტალში" დაიწყო სიარული. მოწყალებას არ ითხოვს. მას უბრალოდ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონს. მას აქ უკვე ბევრი მეგობარი ჰყავს.
დაიმეგობრა პოლიტიკოსებიც. სწორედ მათ აღმოაჩინეს, რომ ლეილამ წერა-კითხვა არ იცის. 13 წლის ბიოშა გოგო მხოლოდ ციფრებს სცნობს და ისეც იმიტომ,რომ ვაჭრობდა. რიცხვები, ფულის დათვლით ისწავლა.
სურვილი, რომ ქართულად წერა და კითხვა ესწავლა, ყოველთვის ჰქონდა. ამიტომ, აქციის მონაწილეებმა მას საჭირო წიგნები და სხვა საკანცელარიო ნივთები შეუძინეს. ყოველდღიური მეცადინეობა, ღია ცის ქვეშ დაიწყო. მისი პირველი მასწავლებელი, ასმათ დიასამიძეა.
ანბანი თითქმის ისწავლა. შეეჩვია დამარცვლით კითხვასაც.
ლეილა, სახლში უკვე აღარც მეცადინეობის დასრულების შემდეგ მიდის. ღამით, ახალ მეგობრებთან რჩება. გართობაც, მათთან ურჩევნია.
მაშინ როცა თამაშს ამთავრებს, მეგობრებს, ყავითა და ჩაით უმასპინძლდება. ამბობს, რომ ამით მადლობის გადახდას ცდილობს.
ლეილას თოვლის ბაბუის და ჯადოსნური საახალწლო ღამის არ სჯერა. ამბობს, რომ პირველ იანვარს ნაძვისხესთან საჩუქარი არასდროს დახვედრია, ამიტომ, განსაკუთრებული მოლოდინი არც ამჯერად აქვს.
ლეილამ მისი ოცნებებიც გაგვანდო. უნდა, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს და მუსიკოსიც გახდეს. 13 წლის ბოშა გოგოს ცხოველებიც უყვარს. მისი განსაკუთრებული ჰობი ძაღლების მოვლაა.