31, დეკემბერი 2020 21:45:00
ახლა დილის 9-ის ნახევარია. ახალი დღე, სულიკო კიკნაძისთვის, ტრადიციულად იწყება. მტრედებისთვის საკვებს ამზადებს. მზა საკვების მომლოდინე ფრინველები ჩვეულებისამებრ, სახლის სახურავზე სხედან.
როცა ჭიშკარს გააღებს და გარეთ გამოვა, ყველა მტრედი თავს მის გარშემო იყრის. სულიკოსთვის, მათი დაპურება, საყვარელ საქმედ თითქმის ერთი წელია იქცა. თავიდან, მხოლოდ რამდენიმე აკითხავდა, ახლა მტრედების მთელ გუნდს აჭმევს.
79 წლის კაცმა რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაამარცხა. ვიდრე საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, მტრედებს ცოლი უვლიდა. ამბობს, რომ სახლში დაბრუნებისას ყველაზე მეტად ფრინველების რეაქციამ გააბედნიერა.
ახლა, ერთი სურვილი აქვს.
სულიკო კიკნაძე მოგიწოდებთ, იზრუნოთ და გაუფრთხილდეთ ფრინველებს, რომ ცივ ამინდში გამოკვებოთ და შიმშილისგან იხსნათ.