კვირა 22, სექტემბერი 2019

,,ამინისტია“ გაყალბებული დოკუმენტებისთვის

29, ივნისი 2017 14:08:00

იმ პირებს, რომელთაც 2009 წლის 1 იანვრამდე პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის, დაბადების, დევნილის, ბინადრობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობებში არასწორი ინფორმაცია დააფიქსირეს, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთა ან ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. დროული მიმართვის საფუძველზე კი ამინისტიით ისარგებლებენ. საქართველოს გაყალბებული პირადი მონაცემების გასასწორებლად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.  ამინისტიით სარგებლობის საშუალება ეძლევათ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებსაც. განცხადების მიღება 2018 წლის 1 იანვრამდეა შესაძლებელი.


დღის ამბები