29, ივნისი 2017 14:06:00
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ. ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.