29, ივნისი 2017 14:05:00
მომსახურების სააგენტომ, მოქალაქეთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, ახალი ტექნოლოგიური და სოციალური პროექტები დანერგა. მობილური აპლიკაცია „SAGENSY”-ისა და მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდის მეშვეობით, მოქალაქეები მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ინოვაციური სერვისებისა და ახალი პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას სააგენტოს დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა წარუდგინა. ამავე აპლიკაციის დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად, მოქალაქეები უმოკლეს დროში სააგენტოს სერვისებითაც ისარგებლებენ.