15, იანვარი 2021 17:45:00
სკოლებში, მეორე სემესტრის სასწავლო პროცესი, საქართველოს 10 ქალაქში, 18 იანვრიდან, სრულად დისტანციური მოდელით განახლდება. 18 იანვრიდან, ონლაინ გააგრძელებენ მუშაობას აჭარაში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება, განახორციელდება სკოლების მონიტორინგი.