21, იანვარი 2021 21:30:00
ვინ დაიწყო ომი 2008 წელს? რუსეთმა თუ საქართველომ? ამ დისკუსიის განახლებას ხელი, ბიძინა ივანიშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა შეუწყვეს. ისინი სააკაშვილსა და ყოფილ ხელისუფლებას პერიოდულად ადანაშაულებდნენ. სკანდალური განცხადებები, რომლებიც საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად არყევდა, ოპონენტებს შორის დღესაც კრიტიკისა და პოლემიკის საგანია.
განცხადებიდან მალევე, ბიძინა ივანიშვილმა, თავისივე ნათქვამი უარყო და ფორმულირება შეცვალა. ომის დაწყებაში არა საქართველო, არამედ მმართველი ხელისუფლება დაადანაშაულა. ოლიგაქრმა აქცენტი, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე გააკეთა.
ომის დასრულებიდან მალევე, იმდოინდელმა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ახლა უკვე ქვეყნის პრეზიდენტმა, საომარი მოქმედებების დაწყებაში, საქართველო დაადანაშაულა.
ეს არ ყოფილა ერთადერთი კომენტარი, სადაც ქვეყნის პრეზიდენტმა ივანიშვილის პოზიცია გაიზიარა და აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. მეტიც, აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საყოველთაოდ აღიარებულია და მასში ეჭვი არავის შეუტანია.
კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც იმდროინდელ ხელისუფლებას ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, ნინო ბურჯანაძეა. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის განმარტებით, საქართველო წამგებიან ომში საააკაშვილმა ჩაითრია.
ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი? საკითხი, ჯერ კიდევ დავის საგანია.