25, იანვარი 2021 18:02:00
„ამბასადორი ბათუმის“ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ბათუმის მერიის შენობასთან შეკრებილები არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ, კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, დანიშნული ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია აინტერესებდათ. ბათუმის მერიაში აქციის მონაწილეებს და მათ მოთხოვნას არ უპასუხეს. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.