25, იანვარი 2021 17:45:00
შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში - ოპონენტების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი 27 იანვარს უნდა უყაროს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც მათ სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ, პოლიტიკური პროცესი პარლამენტს გარეთ გადაინაცვლებს და ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს. მათივე თქმით, თუ მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ჩაინიშნა, აუცილებელია "ქართული ოცნება" კონკრეტული წინადადებით წარდგეს, სხვა შემთხვევაში შეხვედრას აზრი არ აქვს. 60-დან 51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს ამ მოთხოვნით თავად მიმართა. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერია "მოქალაქეებს" და "გირჩის" 3 წევრს.