25, იანვარი 2021 16:45:00
სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 1 თებერვლიდან განახლდება. აჭარის განათლების მინისტრმა საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა უკვე გამართა. განიხილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, რომლებიც სკოლებმა პრევენციისთვის პირველ თებერვლამდე უნდა უზრუნველყონ. მაია ხაჯიშვილის განცხადებით, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.