27, იანვარი 2021 17:13:00
27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინა. წმინდა ნინო, საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად მეოთხე საუკუნეში შემოვიდა. იგი წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. წმინდანი საქართველოში, დაახლოებით 323 წელს, ჯავახეთიდან შემოვიდა. მან თან შემოიტანა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი. წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს: 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს – გარდაცვალების დღეს. 27 იანვარს ნინოობა აღინიშნება ქართულ კათოლიკურ ეკლესიებშიც.